ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქაიროს გარეუბანში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 3 პოლიციელია. წინასწარი გამოძიებით, ელი-ჰარამის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.