საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პედაგოგებს თხოვნით მიმართავს ბავშვებს გაუფრთხილდნენ.
პატრიარქმა პედაგოგების მნიშვნელობასა და ბავშვების სიყვარულზე დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.
მან მოუწოდა პედაგოგებს, ბავშვებს თავი შეაყვარონ და თუ ბავშვებს მასწავლებლები ეყვარებათ, მათ საგანსაც აუცილებლად ისავლიან. ამასთან, მან სთხოვა მასწავლებლებს მოსწავლეებს ორიანი არ დაუწერონ.
პატრიარქმა, ტრადიციულად დღეს რამდენიმე სკოლა და გვარი დალოცა.