გასული წლის ბიუჯეტის შესრულება, წლის ბოლოს მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მოხდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის პრობლემების კლვევის ხენტრის ექსპერტმა, თემურ მუღრულიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ცენტრის ფუბდამენტალური შენიშვნაა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.
"ჩვენი აზრით, ეს რეალურ სურათს არ ასახავს. როცა ვიცით დეკემებრის ბოლოს რაც შესრულდება, შემდეგ იმის მიხედვით თუ შევიტანთ მასში ცვლილებას და შესრულებას შევადარებთ, გამოდის რომ ცავარდნები არ გვქონია. ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანია ვნახოთ, წლის განმავლობაში რა ცვლილებები ხდება, რამ მოიმატა და რა შემცირდა~, - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, ამ მხრივ 2009 წელის ძალიან კრიზისული იყო, რადგან საგადასახადო შემოსავლები 10 პროცენტზე მეტით შემცირდა, ჯერ 500 მლნ ლარით და შემდეგ კი დაახლოებით 150 მლნ ლარით.
"ბიუჯეტში შემოსავლების დაგეგმვის პარალელურად, ხარჯების დაგეგმვაც ხდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც შემოსავლები გიმცირდება ხარჯების შემცირება ძალიან რთულია. შესაბამისად საგარეო ვალდებულებების აღება ხდება საჭირო, ეს კი ძირითადად საგარაო ვალდებულებაა, რომელიც 2009 წელს საკმაოდ გაიზარდა~. - განაცხადა შოთა მურღულიამ.