გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ ანგარიშში მხარჯავი დაწესებულებების ანგარიშზე რიცხულ დავალიენებაზე ინფორმაცია მოცემული არ არის.
როგორც კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი, "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 56-ე მუხლის შესაბამისად, ანგარიში საბიუჯეტო წლის ბოლოსთვის დაუფარავი ვალების თაობაზე ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, თუმცა, ანგარიშში არაფერია ნათქვამი მხარჯავი დაწესებულებების ანგარიშზე რიცხული დავალიანებების შესახებ, მაშინ როდესაც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულმა აუდიტებმა ცხადყო, რომ უმეტეს მხარჯავ დაწესებულებათა ბალანსზე ხანდაზმულ დავალიანებათა თანხები ირიცხებოდა. ამის აღმოსაფხვრელად კი, ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი.
2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მხარჯავ დაწესებულებებზე რიცხულმა კრედიტორულ დავალიანებათა საერთო ოდენობამ 200 მლნ ლარს, დებიტორულმა კი - 1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
"აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებებში ვალდებულებების სრულყოფილი ინვენტარიზაციები არ ტარდება, შედეგად აღურიცხავი და გაუშიფრავი ვალდებულებები არსებობს", - ნათქვმია კონტოლის პალატის მოხსენებაში.