რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა საბაჟო კოდექსის ხელშეკრულებას რუსეთი-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირთან დაკავშირებით.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეთანხმება პრეზიდენტს წარუდგინონ, რათა სახელმწიფო დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინოს.
საბაჟო კავშირის საბაჟო კოდექსის შეთანხმებას ხელი 2009 წლის ნოემბერში მისნკში მოეწერა. თვითონ კავშირი კი, პრაქტიკულად 2010 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა. იგი ერთობლივი ბაჟის დაწესებას, არასატარიფო რეგულირების ერთობლივ პრინციპეს, საბაჟო შემოწმების და სავაჭრო ბარიერების არარასებობას, ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისმობს.
კავშირის შიგნით სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების ძირითადი ნორმები 2010 წლის 1 ივლისისთვის შემუშავდება. ალიანსი სხვა ქვეყნებისთვისაც ღიაა.