დონალდ ტრამპს ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ აუკრძალეს. მილიარდერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში დებატები გაიმართა. პარლამენტართა უმრავლესობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ პეტიციას ხელი ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა, რის გამოც საკითხი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში გავიდა. ამის მიზეზი კი ტრამპის მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაკეთებული სკანდალური განცხადება გახდა. მილიარდერმა ღიად განაცხადა, რომ მუსლიმანებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ.