გადაუღებლად თოვს ოდესაშიც. უხვთოვლობის გამო ქალაქის აეროპორტმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა. მოძრაობა შეფერხდა კიევი-ოდესის ავტომაგისტრალზეც. უამინდობამ პრობლემები შექმნა ენერგომომარაგებაშიც. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც 30-მდე დასახლებულ რაიონს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეფერხებით მუშაობს ქალაქის ტრანსპორტიც. ვრცელდება ინფორმაცია 2 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. მათი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სხეულის მოყინვა გახდა.