ჩინეთის რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სამმართველომ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბუდას განსახიერებად მიიჩნევიან. როგორც ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 870 ადამიანისგან შემდგარი სიის მიზანს წარმოადგენს შესაძლო ტყუილის გამორიცხვა.
”მრავალი თაღლითი საკუთარ თავს ტიბეტელი მღვდელმსახურად და რეინკარნირებულ ბუდად აცხადებს. ამ გზით ისინი მორწმუნეებს თანხებს სძალავენ, - აცხადებს ჩინეთის ხელისუფლება.
ჩინეთის ხელისუფლების ქმედებას სკეპტიკოსები აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ იქნება დალაი-ლამას შემცვლელი.
ბუდისტური სწავლების მიხედვით, სიდჰარტჰა გაუტამა, რომელიც ბუდა გახდა, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 623 წელს დაიბადა, თუმცა მთელი რიგი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი ჩვ.წ.ა-მდე 390-340 წლებში ცხოვრობდა.
ბუდისტებს სწამთ, რომ კაცობრიობისთვის ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩნდება ბუდა და თავისი სწავლებით ადამიანებს სიბნელიდან დაიხსნის.