ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანამ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების წინაშე ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები შეასრულა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, სანქციების მოხსნა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა შეთანხმების მიხედვით, „შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, მისი ინსპექტორები დარწმუნდნენ, რომ ირანმა ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაგდა.შეთანხმება ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის გასული წლის ივლისში დაიდო.საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანს წვდომა აღუდგება მილიარდობით დოლარის გაყინულ აქტივებზე და ასევე, მისი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება.შეთანხმების მიხედვით, ირანმა რადიკალურად შემაცირა ცენტრიფუგების რაოდენობა და დაშალა ქალაქ არაკის სიახლოვეს მდებარე მძიმე წყლის რეაქტორი; ორივე მათგანის გამოყენება შესაძლებელი იყო ბირთვული იარაღის შექმნაში.