ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრების წევრებმა 6 მედალი და გუნუდური მე-3 ადგილი მოიპოვეს.
ჩემპიონატის პირველ დღეს უშანგი კუზანაშვილისა და ნესტორ ხერგიანისა 2 ოქროს და კახა მამულაშვილისა და დავით კარბელაშვილის 2 ვერცხლს, მეორე დღეს თითო ვერცხლი და ბრინჯაო შესაბამისად ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) და ამირან პაპინაშვილმაც (57 კგ) დაუმატეს.
15 მაისს მედლები 82 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრების სახელით კი ნიკოლოზ კუციამ და მირიან პავლიაშვილმა იჭიდავეს და უმედლოდ დარჩნენ.
საქართველოს დელეგაცია მინსკიდან ორშაბათს გამთენიას ჩამოფრინდება.