ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, სასტუმრო Splendid-ში ისლამისტების მიერ მძევლად აყვანილთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია 126 მძევალი. 20 ადამიანი დაიღუპა. ბურკინა-ფასოს უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია სამი მებრძოლი, რომლებმაც სასტუმროში მძევლები აიყვანეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის - ერთი არაბი და ორი აფრიკელია.
სასტუმროს შტურმში მონაწილებდნენ ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფისა და საფრანგეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ფრანსუა ოლანდმა მკაცრად დაგმო სასტუმროზე თავდასხმის ფაქტი. ბურკინა-ფასო საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა.