დღეს, 16 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
პირველ მსოფლიო კრების მამათა ხსენება _ კრება შედგა 325 წლის ივნისში ქ. ნიკეაში (ამჟამად ქ. იზნიკი - მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე). კრება 2 თქვეზე დიდხანს გაგრძელდა და ქრისიტიანული ეკლესიის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
კრება მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და თავად უძღვებოდა მას. ამ კრებას ესწრებოდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც არიან წმინდა ნიკოლოზი _ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვანი. აღსანიშნავია, რომ პირველ მსოფლიო კრებას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს ეკლესიიდან წარგზავნილი დელეგატიც. კნიკეას კრებას სულ 318 ეპიაკოპოსი დაესწრო.
კრებამ დაგმო არიანელთა მწვალებლობა და დაადგინა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი და 7 პუნქტისგან შემდგარი სარწმუნოებრივი მრწამსი. კრებამ აგრეთვე დაადგინა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი _ გაზაფხულის ბუნიაბის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირას.