საკურორტო ზონის უსაფრთხოების დასაცავად ეგვიპტის ხელისუფლება 32 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა ხისამ ზააზუმ განაცხადა. მისივე თქმით, შარმ-ეშ-შეიჰსა და ჰურგადაში ვიდეოთვალთვალის დამატებითი სისტემები დამონტაჟდება და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება. უსაფრთხოების გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჰურგადის ერთ-ერთ სასტუმროზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.