ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი თანამებრძოლებს საუდის არაბეთზე თავდასხმებისკენ მოუწოდებს. აიმან აზ-ზავაჰირის აუდიომიმართვა ინტერნეტში გვიან ღამით გავრცელდა. 7 წუთიან აუდიოცანაწერში ტერორისტთა ლიდერი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს ემუქრება და ირწმუნება, რომ ისლამისტთა სამიზნე სწორედ მმართველი რეჟიმი გახდება, რომელმაც ისლამს უღალატა. ალ-ქაიდას ლიდერის აღშფოთების მიზეზი ტერაქტებში ეჭვმიტანილთა სიკვდილით დასჯა გახდა. საუდის არაბეთში სასიკვდილო განაჩენი 47 პირს გამოუტანეს.