რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მიზნად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. „ჩვენ არ ვვაჭრობთ სანქციებით, არც რუსი ხალხისთვის გვინდა ცუდი, მაგრამ სანქციების პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად არ შეასრულებს,“-აღნიშნა პოროშენკომ.