თეირანი ბირთვული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. არაკის ბირთვული რეაქტორის ცენტრალური ნაწილი გუშინ ბეტონით ამოავსეს, რაც დღეს დილით ოფიციალურმა ვაშინგტონმაც დაადასტურა. რეაქტორის დარჩენილი ნაწილი ახალ სისტემაზე გადაეწყობა, რის შემდეგაც პლუტონის მცირე მოცულობის გამოშვებას შეძლებს. ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ დათანხმდა.