მიშელ ობამას პრეზიდენტობა არ სურს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ლუიზიანას მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა. “ცხოვრებაში არის სამი რამ, რაც მუდმივია და არ იცვლება. ეს არის; სიკვდილი, გადასახადები და ის, რომ მიშელი ამერიკის პრეზიდენტად კენჭს არ იყრის,”-იხუმრა ობამამ. საპრეზიდენტო უფლებამოსილება თეთრი სახლის ლიდერს მომავალ წელს ეწურება.