მექსიკაში დაკავებულ ცნობილ ნარკობარონს, ხოაკინ გუსმან ლოერას საფეხბურთო კლუბ ჩელსის ყიდვა სურდა. ამის შესახებ გამოცემა “სპორტი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გუსმანი, იგივე ელ-ჩაპო მზად იყო ლონდონურ კლუბში 868 მილიონი დოლარი გადაეხადა. ნარკობარონი მექსიკაში გასულ კვირას დააპატიმრეს. ციხიდან გაქცეული ელ-ჩაპო წლინახევრის განმავლობაში მალვაში იმყოფებოდა.