საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის მეტოს ფასადზე ვერტიკალური ბაღი გახსნა.
როგორც ახალი ბაღის გახსნაზე პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც თბილისის ყველაზე კონფორტულ ქალაქად ქცევაზეა საუბარი, ამაში პირველ რიგში სიმწვანე, ეკოლოგია, სისიუფთავე და ბავშვები ნორმალურ გარემოში გაზრდა იგულისხმება.
"მართალია დღეს ეს ბაღი ისე ლამაზად არ გამოიყურება, მაგრამ ერთ თვეში საოცრება იქნება. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია მსოფლიოში. საქართველოში ჩვენც უნდა ვისწავლოთ ამის გამოყვანა. იმდენი უბედური კედელი დაგვიტოვა ძველმა ეპოქამ, იმდენი სიმახინჯე, რომ ყველაფერს ვერ და არც დავანგრევთ. ამიტომ უნდა გავალამაზოთ, გავამწვანოთ, ავაყვაოთ და ასე მაინც გადავფაროთ ის რაც ათწლეულების მანძილზე ნადგურდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ვერტიკალური ბაღის გახსნას თბილისის მერი გიგვი უგულავაც დაესწრო.
მისი შეფასებით, მსგავსი ბაღების გაშენება კარგი შესაძლებლობაა, რომ თბილისის უფრო მიმზიდველი ქალაქი გახდეს.
"ეს ყველაფერი ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რაც საბოლო ჯამში ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ქალაქში ჩაიდება თბილისელების დასაქმებას და მათ კეთილდღეობას ნიშნავს", - აღნიშნა უგულავამ.
ავლაბრის მეტროს ფასადზე ვერტიკალური ბაღი 107კვ.მ.-ზეა 104 დასახლების 4 400 ძირი ნერგითაა გაშენებული, ბაღის ავტორი ფრანგი პატრიკ ლანია.