რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები თურქეთს ისლამისტებთან ბრძოლაში ხელს უშლის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ განაცხადა. „რუსეთის მიერ წარმოებული საჰაერო ოპერაციები ხელს გვიშლის. მათ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ან თავად უნდა გაანადგურონ ან ამის გაკეთება ჩვენ დაგვაცადონ. და ნუ შეეცდებიან ჩვენს დაჯერებას, თითქოს საჰაერო დარტყმებს ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ახორციელებენ. ისინი ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.“-აღნიშნა დავუთოღლუმ.