ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი სტივენ სიგალი სერბეთში ჰოლივუდის ანალოგის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „აქ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. მინდა ჰოლივუდი სერბეთში გადმოვიტანო. აქ მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნას ვაპირებ,“-აღნიშნა სიგალმა. მსახიობმა სერბეთის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ მიიღო.