ალ ჯაზირა შეერთებულ სტატებში მაუწყებლობას წყვეტს. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკულ სატელევიზიო ბაზარზე არსებული არასახარბიელო კლიმატი გახდა. მათივე მტკიცებით, ამერიკულ სივრცეში 3 წლიანი მაუწყებლობის მიუხედავად ალ-ჯაზირამ ადგილობრივი აუდიტორიის მიზიდვა ვერ შეძლო. ალ-ჯაზირას ამერიკული ვერსია 2013 წლიდან მაიწყებლობდა და 61 მილიონ მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა რეალურად 30 ათასზე მეტი მაყურებელი პრაიმ-ტაიმშიც არ ჰყოლია.