საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება, შესაძლოა, "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს. ამის შესაქხებ "სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „სოკარის“ ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაირ მამედოვმა აღნიშნა, რომ "შაჰდენიზი 1"-ის მილის კომერციული ოპერატორი არის „სოკარი“ და არ გამოირიცხება საქართველოსთვის დამატებითი ბუნებრუივი აირის მიწოდება ამ მილიდან მოხდეს.
მისივე განმარტებით, პრემიერ- მინისტრთან მხარეებმა პიკურ პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები განიხილეს.
„ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განივიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ", -განაცხადა მამედოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა.
"ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ "სოკარის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი”, - განაცხადა მამედოვმა.