ჰიტლერის ცნობილი წიგნის, მაინ კამპფის („ჩემი ბრძოლა“) სასტარტო ტირაჟი გაყიდვაში გამოცემამდე დაიტაცეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა BuchReport იტყობინება. განახლებული გამოცემა მიუნჰენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა გამოსცა. საწყისი ტირჟი 4 ათას ეგზემპლარს შეადგენდა, თუმცა მოთხოვნილება წიგნზე იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ტირაჟი 15 ათასამდე გაზარდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ჩემი ბრძოლა“ გერმანიაში პირველად გამოიცა.