თეირანმა ვაშინგტონისგან ბოდიში უკვე მიიღო. ამის შესახებ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა ალი ფადავიმ განაცხადა. მისივე თქმით, ირანული მხარე დაკავებულ ამერიკელ მეზღვაურებს უახლოეს ხანებში გაათავისუფლებს. ფადავის განმარტებით, გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ამერიკული გემები ირანის ტერიტორიულ წყლებში სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის გამო მოხვდნენ. მცირე ზომის ორი სამხედრო ხომალდი ირანელმა მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს.