აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არც ეკონომიკური ლოგიკა იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს მოლაპარაკებები გაზპრომთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიგზარ წიკლაურმა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს გაზით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე განაცხადა.
„გავრცელდა სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლის განცხადება სადაც აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ აზარბაიჯანს არ ააქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია შუფერხებლად მოაწოდოს ბუნებრივი აირი საქართველოს“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, ამ განცხადებით დადასტურდა რომ ყველა ის განცხადება, რომელსაც აკეთბდა საქართველოს მთავრობა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მინისტრ კალაძის უშუალო განცხადებები იყო უბრალოდ ტყუილი და არანაირად არ შესაბამებოდა სინამდვილეს.
„გამომდინარე სოკარ ჯორჯიას განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არც ეკონომიკური ლოგიკა იმისათვის, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს მოლაპარაკებები გაზპრომთან და გაზარდს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად თუ კი ეს მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და თუ კი ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა გაზპრომს, რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამამს განვიხილავთ გაზპრომის ყველაზე დიდი აქციონერის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე, პირადი კეთილდღეობის და პირადი გამდიდრების მიზნით“, - განაცხადა წიკლაურმა.
მისი განცხადებით, გაზპრომთან გაფორმებულიხელშეკრულება შეიძლება გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისათის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.