თურქეთის პოლიციამ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სააგენტო Dogan News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსების აყვანა სტამბოლის ტერაქტიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები გუშინდელ ტერაქტთან კავშირში. აფეთქება სულთანახმეტის მოედანზე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.