ირანი შეერთებული შტატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის მიზეზი ამერიკული სამხედრო გემების მიერ ქვეყნის საზღვაო სივრცის დარღვევა გახდა. ირანელმა მესაზღვრეებმა ორივე გემის ეკიპაჟი დააკავეს. მათ ბრალად ირანის ტერიტორიული წყლების უკანონო გადაკვეთა დასდეს. პენტაგონის განმარტებით, გემები ირანის ტერიტორიულ წყლებში შემთხვევით, ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხვდნენ.