მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი კვეტა გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიოლიელიტის ვაქცინაციის ცენტრთან ამოქმედდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 12 პოლიციელი, ერთი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირია. არიან დაშავებულებიც.