ობამამ კონგრესს ტერორიზმთან ბრძოლაში შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება სთხოვა. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესისადმი ბოლო მიმართვისას გააკეთა. „თუ კონგრესის ამ შემადგენლობას ტერორიზმთან ბრძოლაში გამაჯვება სურს, მათ უნდა მოგვცენ უფლება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები გამოვიყენოთ,“-აღნიშნა ობამამ.