საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველის, ვალიდ აბულჰაირის ცოლი სამარ ბადავი დააპატიმრეს. ამის მიზეზი პატიმრობაში მყოფი ქმრისთვის ტვიტერის ბლოგის გახსნა გახდა. აბულჰაირის სასამართლომ 2 წლის წინ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამარ ბადავი არამხოლოდ ვალიდ აბულჰაირის მეუღლე, არამედ რაიფ ბადავის დაც არის, რომელსაც სასამართლომ ისლამის შეურაცხყოფისთვის ათასი როზგი და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.