ოპოზიცია მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშის გამართვას გეგმავს. მასშტაბური მსვლელობები 27 თებერვალს გაიმართება. მსვლელობის მარშრუტს ოპოზიცია მერიასთან შეათანხმებს. ოპოზიციის ცნობილი ლიდერი მოსკოვში კრემლთან გასული წლის 27 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად 5 პირი, მათ შორის, ჩეჩენი პოლიციელი ზაურ დადაევი ცნო.