კიდევ ერთი უბედური შემთხვევა აშშ-ში. პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა. ცეცხლი სამართალდამცავმა გოგონას მამას გაუხსნა, რომელიც ოჯახის გასასახლებლად მისული სამართალდამცავებისგან თავის დაცვას ცდილობდა. მან სახლიდან თოფი გამოიტანა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა მისთვის ესროლა. ტყვია კი მიზანს აცდა და არასრულწლოვან გოგონას მოხვდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.