ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გაზპრომთან მოლაპარაკებებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილიც ესწრებოდა, ხუმრობით გამოეხმაურა.
მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. კალაძის თქმით, ზოგადად ასეთი პრაქტიკაა მიღებული.
რაც შეეხება რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებაზე დამსწრეებს მან განაცხადა, რომ იქ, არა მხოლოდ ბერა ივანიშვილი, არამედ სხვა მომღერლებიც იმყოფებოდნენ.
,,შეხვედრებზე ვიყავით მე, ბერა ივანიშვილი, თავისი დრამერები. მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი იყო და მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე“, - განაცხადა კალაძემ.