დასავლეთ ავღანეთში ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. მულა ბისმილაჰი ფარაჰის პროვინციაში სახელისუფლო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპა. თალიბებმა ავღანელ ჯარისკაცებს ჩასაფრება ანდარ-დარას რაიონში მოუწყვეს, თუმცა სამხედროებმა თალიბების იერიშის მოგერიება შეძლეს. შეტაკებისას მულა ბისმილაჰის გარდა კიდევ 6 რადიკალი დაიღუპა.