საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგს ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მისთვის უცნობია, იქნება თუ არა ივანიშვილი საარჩევნო სიაში, თუმცა ამას მიესალმება.
,,კოალიციის მიღმა იქნება თუ სიაში, გადამწყვეტი სიტყვის მქონე პიროვნება ის არის და ძირითადად ის განსაზღვრავს ამ პოლიტიკური ძალის შედეგს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, მივესალმები თუ ეს ღიად მოხდება და თვითონვე ჩაუდგება სიას სათავეში. ეს ჩვენთვისაც უფრო გააიოლებს ამ არჩევნების ჩატარებას. დღემდე, ჩემთვის არსებული ინფორმაციით, ის უარს ამბობს რაიმე პოსტის დაკავებაზე სახელისუფლებო სტრუქტურებში", - განაცხადა მეჭიაურმა.
იგი ასევე მიესალმება საარჩევნო სიაში ირაკლი ღარიბაშვილის შეყვანას, თუმცა მისი თქმით, ინფორმაცია არც ამის შესახებ აქვს.