ბელგოროდის პოლიციამ ქალაქის მე-2 საავადმყოფოს ექიმი ილია ზელენდინოვი დააპატიმრა. მას ბრალად პაციენტის მკვლელობა ედება. უბედური შემთხვევა ბელგოროდის კლინიკაში 29 დეკემბერს მოხდა. ექიმს პაციენტი ცემისას შემოაკვდა. ინციდენტიდან ერთ კვირაში ექიმი სამსახურიდან დაითხოვეს, მოგვიანებით კი ის დააკავეს.