გერმანიაში მიგრანტთა წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ამჯერად მოძრაობა პეგიდამ მორიგი ანტიისლამისტური აქცია ლაიპციგში მოაწყო. მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარი თავდასხმები გახდა, რომელშიც მიგრანტები მონაწილეობდნენ. პეგიდას მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2 ათასზე მეტი აქტივისტი გამოვიდა. ანალოგიური მსვლელობები კიოლნსა და დრეზდენშიც მოეწყო.