ანტიტერორისტულ ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო ბრიტანეთიც. სამეფო ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ჯერ დაბომბა. საჰაერო დარტყმები ბრიმსტოუნის ტიპის მართვადი რაკეტებით განხორციელდა. შედეგად რაკასა და სირიის აღმოსავლეთ რაიონებში ისლამისტთა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მათ შორის, ომარის ნავთობსაბადოც განადგურდა.