ალეკო ელისაშვილი პარლამენტში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმეზე მსჯელობისთვის გამოცხადებას არ გეგმავს. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მას არ სურს ეკა ბესელიას კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხზე იმსჯელოს. ელისაშვილის თქმით, ის დეპუტატებთან მსჯელობას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუკი სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
„ეს ხალხი ბესელია- კობახიძის მიერ იმართება და ყურადღებას გადატანა უნდათ. საქმის გასარჩევად ვეახლო ეკა ბესელიას კომიტეტში, ქურდული გარჩევები მე არ მაინტერესებს,“ განაცხადა ,,რუსთავი 2” -თან ელისაშვილმა.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმეზე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რამდენიმე დღეში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში იმსჯელებენ. სხდომა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების მოთხოვნით გაიმართება.