რუსული ვალუტა ისევ უფასურდება. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 76,4 რუბლი შეადგინა, რაც გასულიკვირის მაჩვენებელს 2,78 რუბლით აღემატება. ევროს კურსმა კი 2,78 რუბლით მოიმატა და 83,4 რუბლით განისაზღვრა. რუბლის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კატასტროფული დაცემით არის განპირობებული.