ყირიმის მიერთებით რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა გერმანულ გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „გაეროს წესდებით, ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევისა და არჩევანის გაკეთების უფლება. ყირიმის შეთხვევაში ჩვენ საერთაშორისო ნორმები არ დაგვირღვევია. ჩვენ არ გვიბრძოლია, არავის ოკუპაცია არ მოგვიხდენია. ყირიმის მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩვენი ძალები მხოლოდ იმისთვის გამოვიყენეთ, რომ იქ მყოფი 20 ათასამდე უკრაინელი სამხედროს მხრიდან ადგილობრივთა ნების წინააღმდეგ ჩარევის შესაძლებლობა გამოგვერიცხა,“-აღნიშნა პუტინმა.