ფილიპინებში მოქმედმა ოთხმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ მინდანაოს კუნძული დაიკავა და ისლამური სახელმწიფოს ხალიფატად გამოაცხადა. გაერთიანების ლიდერებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი უკვე მისცეს. ფილიპინურ ვილაიატს აბუ საიფ ისნილონ ჰაპილონი უმეთაურებს. დღემდე ის ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი იყო.