დღეს, 15 მაისს, 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ შინდისში, რკინიგზასთან, თბილისის 154-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასი ატარებს ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გაკვეთილს სახელწოდებით - "ბოლო და პირველი გაკვეთილი".
როგორც კლასის დამრიგებელი, მანანა კიკნაძე აცხადებს, მათი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრები. გაკვეთილს ქართველი მწერლები დაესწრებიან.
"ტრადიციული ბანკეტისა და "ბოლო ზარის" მიღმა, ქართველ ახალგაზრდას ცხოვრების გზაზე გასასვლელად სხვა "ხიდიც" სჭირდება. სამშობლოს სიყვარული გმირების უკვდავყოფით უნდა იწყებოდეს", _ აცხადებს კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში 17 ქართველი მეომარი საათისა საათისა და 20 წუთის განმავლობაში რუსულ ბატალიონს გმირულად ებრძოდა. მათგან მხოლოდ ერთი მებრძოლი გადარჩა.