ჯენიფერ ლოურენსი ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა. პრესტიჟული კინოჯილდო მას კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს ფილმში „ჯოი.“ ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ: ლილი ტომლინი, ემი შუმერი, მეგი სმიტი და მელისა მაკკარტი. ლოურენსის კარიერაში ეს მესამე „ოქროს გლობუსია.“