ბოლო 24 საათის განმავლობაში ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს 50-ზე მეტი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები ნანგარჰარის პროვინციაში განიცადეს. მათი დიდი ნაწილი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა, ნაწილი კი თალიბებთან შეტაკებისას დაიღუპა.