ბელგოროდელ ექიმს მკვლელობისთვის გაასამართლებენ. ინციდენტი ქალაქის მე-2 საავადმყოფოში 29 დეკემბერს მოხდა. როგორც სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, პაციენტი, რომელსაც მედდა სინჯავდა, გოგონას ეფლირტავებოდა. ოთახში შესული ექიმი იმით დაინტერესდა, თუ რატომ ეხებოდა პაციენტი მედდას. ამის შემდეგ მან პაციენტის სხვა ოთახში გათრევა სცადა. ახალგაზრდა მამაკაცმა კი მას წინააღმდგებობა გაუწია, რის გამოც თავის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო. პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა.