ეგვიპტეში სამი უცხოელი ტურისტი დაჭრეს. თავდასხმა ჰურგადაში ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელდა. თავდამსხმელები ოტელ Bella Vista-ს რესტორანში შეიჭრნენ და ტურისტებს დანებით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებულთაგან ორი ავსტრიის, ერთი კი შვედეთის მოქალაქეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება ისლამურ სახელმწიფოს აკისრებს.