ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ დავით ზალკანიანს მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება იმ განცხადებეზე, რომელიც იყო გაკეთებული გადადგომის გამო.
,,იმ განცხადებებზე, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, დავით ზალკალიანს მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება. თუმცა, მის კანდიდატურას მივესალმები», - განაცხადა კალაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დავით ზალკალიანის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზეა წარდგენილი.
როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი წარდგენის საფუძველზე, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს.