ავსტრალიის დასავლეთ რაიონებში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი 2 დღის წინ ტყის მასივს გაუჩნდა და 48 საათის განმავლობაში ათობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ხანძარმა იარლუპის დასახლებულ რაიონშიც შეაღწია, რის შედეგადაც 60-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.